საქართველოს რკინიგზა ახალი გაფიცვის ზღვარზეა - რა გადაწყდა პროფკავშირების სხდომაზე

© photo: Sputnikლიანდაგები
ლიანდაგები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
ბოლო თვეა, საქართველო გაფიცვების ტალღამ მოიცვა - დაწყებული მაღაროელებით, დამთავრებული მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხნების თანამშრომლებით

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობამ კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა კოლექტიური მიმართვის საფუძველზე რიგგარეშე სხდომა გამართა. იუწყება პროფკავშირის პრესსამსახური.

„გაერთიანებისს წევრებმა იმსჯელეს რკინიგზაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის შედეგებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროფკავშირის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულთა მიერ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენილი ორი მოთხოვნა - ხელფასების გაზრდა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2020
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაიზარდა

გამგეობის წევრ პროფკავშირის ლიდერებს დაევალათ ინტენსიური დამატებითი კონსულტაციის გამართვა პირველად ორგანიზაციებში დასაქმებულ რკინიგზელებთან. ანალიტიკურ სამსახურს კი დაევალა კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური შესაძლებლობების სიღრმისეულად შესწავლა.

მიმდინარე ვითარებას მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე, 1 ივნისს განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებ.

ბოლო თვეა, საქართველო გაფიცვების ტალღამ მოიცვა - დაწყებული მაღაროელებით, დამთავრებული მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლებით. შრომის ანაზღაურებისა და შვებულების არსებული პირობები გააპროტესტეს მიწოდების სამსახურის კურიერებმა, პურკომბინატის თანამშრომლებმა ოზურგეთში, გზატკეცილის სენაკის მონაკვეთზე დასაქმებულებმა, მაღაროელებმა ჭიათურაში.

რაც შეეხება რკინიგზის სფეროს, ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას რკინიგზელები 2019 წლის აგვისტოში აპირებდნენ, მაგრამ გაფიცვა არ შედგა - მაშინ დასაქმებულებმა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

2019 წლის დეკემბრიდან რკინიგზის თანამშრომლებს ხელფასები 10%-ით მოუმატეს. 2020 წლის ოქტომბერში, რკინიგზელთა დღის აღსანიშნავად, თანამშრომლებმა, რომელთა ხელფასიც 1250 ლარს არ აღემატებოდა, მიიღეს 200-ლარიანი პრემია.

გაფიცვის შემთხვევაში საქართველოში საზაფხულო სეზონის გახსნის წინ შესაძლოა სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნას. თბილისიდან ბათუმისკენ მგზავრობისას დამსვენებლები ყოველთვის მატარებელს ანიჭებენ უპირატესობას.

ყველა ახალი ამბავი
0