პოლონეთის პრეზიდენტი: ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში

© Sputnik / Alex Shlamovდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
Yandex newsTelegram
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოს დამოუკიდებლობის 103 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის სახით საიმედო მოკავშირე ჰყავს, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრება

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან ერთად ოთხშაბათს, 26 მაისს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. პოლონეთის პირველი პირის ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას ეძღვნება.  

„ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ქართველებო ნატოში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და აღმშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენ მხარდაჭერას ამ გზაზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდას თქმით, ევროპის გაერთიანებასა და ნატოში არის საკმარისი ადგილი მეგობრებისთვის – საქართველოსთვის და უკრაინისთვის. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული, დასძინა პრეზიდენტმა.

„საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ არის ანტიკური კოლხეთი, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა. ევროპული კულტურა ნიშნავს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას, როგორიც არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და თავშეყრის თავისუფლება“, – განაცხადა ანჯეი დუდამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთის ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვნად აღიბეჭდნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიას შეუერთდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი თავგანწირვითა და მამაცური ბრძოლით პოლონელი ხალხისადმი ერთგულება დაადასტურეს.

„ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში, ასევე კატინის ტრაგედიაში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ხვალ ანჯეი დუდა ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

ყველა ახალი ამბავი
0