3 ევრო საათში – გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფულადი კუპიურები
ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების მიზნით გაემგზავრნენ, მოლოდინი არ გაუმართლდათ

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის წასული საქართველოს მოქალაქეები მძიმე პირობებში მუშაობენ და არ იღებენ დაპირებულ ხელფასს, ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების არარსებობის გამო საკუთარი მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ ლეგალური გამგზავრების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო. დღეისთვის საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმება შეუძლიათ გერმანიასა და ისრაელში. წლის ბოლომდე კი ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სეზონურ სამუშაოზე დასაქმება იქნება შესაძლებელი, საფრანგეთიც დაემატება.
დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა.

 „საუბარია ქვეყნის 24 მოქალაქეზე. ისინი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად, მხოლოდ 3 ევროს იღებენ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
რა ინფორმაციის შემცველი იქნება ქართული კოვიდ–პასპორტი: მინისტრის განმარტება

პროფკავიშრების გაერთიანებამ საკითხის შესასწავლად გერმანიის ელჩს მიმართა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მოუწოდა თანამოქალაქეების მდგომარეობის დაინტერესებისა და უმოკლეს პერიოდში შესაბამისი ზომების მიღებისკენ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სწორედ ჯანდაცვის უწყების დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მოქალაქეების გერმანიაში გაგზავნის ორგანიზატორი.

პროფკავშრების განმარტებით, ვითარებით უნდა დაინტერესდეს შრომის ინსპექციაც.

გარდა ამისა, ორგანიზაცია გეგმავს  შექმნილი ვითარება გააცნოს გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას.

რას სთავაზობს გერმანია საქართველოს მოქალაქეებს

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გერმანიაში დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება

გერმანიაში დროებით დასაქმება შეუძლია 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. ასევე პირი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი და ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია. ამასთან, არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, სამუშაოს მაძიებელმა უნდა იცოდეს გერმანული ან ინგლისური ენა საკომუნიკაციო დონეზე. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. 

დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.

ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ და ელემენტარული შემოსავლის მისაღებად სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრონ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,8%–ით გაიზარდა. ექსპერტების ვარაუდით, შრომის ბაზარზე ვითარება მომავალში უფრო მეტად გაუარესდება, რაც შესაბამისად უმუშევართა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0