გერმანიაში დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება

© Sputnik / STRINGERაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
საუბარია მხოლოდ სეზონური დასაქმების პროგრამაზე სოფლის მეურნეობის სფეროში. დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. გერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა განაცხადა. 

ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქე შეძლებს

გერმანიის შრომით ბაზარზე საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურად დასაქმებას სამი თვით შეძლებენ. შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე, ბოლო მონაცემებით, 100 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა – საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებას 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქე შეძლებს.

ბუნტურის განცხადებით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს  აპლიკანტთა შერჩევისა და გასაუბრების პროცესი, გარდა ამისა, გერმანიაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების სიაც უკვე  გაგზავნილია.  

„სამუშაო ნებართვების ნაწილი უკვე მიღებულია და დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება. საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმდება. ყველა მათგანი ერთ დამსაქმებელთან მოთხოვნილ ვაკანსიაზე იმუშავებს“, – განაცხადა ბუნტურმა.

გერმანიაში დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები შტუტგარტის, დიუსელდორფისა და ბრანდერბურგის რაიონებში დასაქმდებიან. დაგეგმილია რეგიონების არეალის უფრო მეტად გაფართოება. 

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე  https://workabroad.moh.gov.ge/ წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

რაც შეეხება თავად სამუშაოს, საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს.

ყველა ახალი ამბავი
0