საეკლესიო კალენდარი: 29 აპრილი

© photo: Sputnik / Stringerსამების ბაღში ლავანდები ნოემბერშიც ყვავიან
სამების ბაღში ლავანდები ნოემბერშიც ყვავიან - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 აპრილს ქალწულმოწამეთა: აღაპიასი, ირინესი და ქიონიასი მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა: ქარიესისა, ნიკეასი, გალინასი, კალისასი, ნუნექიასი, ბასილისასი, თეოდორასი, ირინასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

აღაპია, ირინე და ქიონია

წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ.

დების სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორ დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ - ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზე გასცვლიან მას.

დიოკლეტიანე მაკედონიაში წავიდა და წმიდა დები თან წაიყვანა და  წმიდა დები განსასჯელად გადასცა სისინს. მან დაკითხვა უმცროსი ირინედან დაიწყო. მაგრამ ვერაფერს გახდა და წმიდა მოწამე ციხეში ჩააგდო. შემდეგ წმიდა ქიონიას და აღათიას გადადრეკას შეეცადა. როცა აქაც ხელი მოეცარა, გამძვინვარებულმა წმიდანების დაწვა ბრძანა. დებმა მოწამეობრივი აღსასრულის მონიჭებისთვის უფალს მადლობა შესწირეს და ლოცვით ავიდნენ კოცონზე.

ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ენაზე საქართველოში - როგორ მღერიან არამეულად - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2019
ღვთისმსახურება ქრისტეს ენაზე საქართველოში - როგორ გალობენ არამეულად

მეორე დღეს სისინმა  ირინეს მოყვანა ბრძანა. ის წმიდანს დების ბედის გაზიარებით აშინებდა, შემდეგ კი დაემუქრა - თუ ქრისტეს არ უარყოფ, საროსკიპოში ჩაგაგდებო. წმიდა მოწამემ უპასუხა: „დაე, ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით".

როცა სისინის ჯარისკაცებს წმიდა ირინე საროსკიპოში მიჰყავდათ, მათ ორი ბრწყინვალე მხედარი წამოეწია და უთხრა: „სისინმა გიბრძანათ, მაღალ მთაზე აიყვანოთ ქალწული და იქ დატოვოთ, თქვენ კი მასთან დაბრუნდეთ და აუწყოთ ბრძანების შესრულება". ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს, მაგრამ როცა ამის შესახებ სისინს აუწყეს, ის სასტიკად განრისხდა, რადგან არავითარი განკარგულება არ ჰქონდა გაცემული. ბრწყინვალე მხედრები იყვნენ უფლის ანგელო-ზები, რომლებმაც წმიდა ქალწული შეურაცხყოფას გადაარჩინეს.

მმართველი ჯარისკაცების რაზმით წავიდა მთისკენ და ნახა მის მწვერვალზე მდგარი ქალწული. მათ დიდხანს ეძებეს მთის წვერისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ისარი ესროლა ქალწულმოწამეს. წმიდა ირინემ სისინს დაუძახა: „სასაცილოა შენი უძლური ბოროტება, მე კი უმწიკვლო მივიცვლები უფლისა ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ", და მშვიდობით მიაბარა სული უფალს (+304).

 მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე სამებაში სააღდგომო ლიტურგიაზე  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2019
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ

ლეონიდე და დედანი ქარიესა, ნიკეა, გალინა, კალისა, ნუნექია, ბასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი

წმინდა მოწამენი ლეონიდე და დედანი ქარიესა, ნიკეა, გალინა, კალისა, ნუნექია, ბასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. ისინი ქრისტეს აღიარებისთვის წყალში ჩაჰყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ აკურთხებდნენ და აქებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისაგან გონებადაბნეული ჯალათები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0