ღვთისმსახურება ქრისტეს ენაზე საქართველოში - როგორ გალობენ არამეულად

გამოწერა
სოფელ ქანდაში 13 ასირიელი მამის მონასტერში, რომელიც საქართველოში ერთადერთია, სააღდგომო ღვთისმსახურება არამეულ ენაზე აღასრულეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, როგორ აღესრულებოდა საზეიმო მსახურება

სოფელ ქანდაში 13 ასირიელი მამის მონასტერში, რომელიც საქართველოში ერთადერთია, სააღდგომო ღვთისმსახურება არამეულ ენაზე აღასრულეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, როგორ აღესრულებოდა საზეიმო მსახურება

სოფელ ქანდაში 13 ასირიელი მამის მონასტერში, რომელიც საქართველოში ერთადერთია, სააღდგომო ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ენაზე, არამეულ ენაზე აღესრულება.

პატარა ტაძარი სოფელში 1997 წელს აიგო, 13 ასირიელი მამის სახელობის ეკლესია კი - 2013 წელს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით აქ რიტუალები ორ ენაზე აღესრულება - ქართულად და არამეულად.

არქიმანდრიტი სერაფიმეს მოსასმენად, რომელიც ღვთისმსახურებას აღავლენს არამეულ ენაზე - რომელზეც ქრისტე და მისი მოციქულები საუბრობდნენ, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ის გაგაოცებთ თავისი უნიკალური ნიჭითა და ხმით, რომელსაც შორეულ წარსულში მივყავართ.

40 წლის მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში მსახურობს. ეს პატარა მონასტერი თბილისთან ახლოსაა, სოფელ ქანდაში, სადაც უმრავლესად ასირიელები ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0