სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე სამებაში სააღდგომო ლიტურგიაზე
 მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე სამებაში სააღდგომო ლიტურგიაზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა ქართველ ხალხს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება უსურვა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში შესრულებულ სააღდგომო ლიტურგიას რიგით მოქალაქეებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იუწყება პირველი არხი.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში სამშობლოს სიყვარულსა და ეგოიზმის დაძლევაზე ისაუბრა

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა. ღამისთევის მსახურება, რომელიც მისი უწმინდესობა, ილია მეორემ სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. სამების ეკლესიაში ტრადიციულად, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მრევლმა მოისმინა მისი უწმინდესობის ეპისტოლეს, მოგვიანებით კი ტაძარში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი შემოაბრძანეს, რომელიც შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკლესია-მონასტერში გავრცელდა.

სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა ქართველ ხალხს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება უსურვა.

© photo: Government of Georgia / FBსალომე ზურაბიშვილი, მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე სამებაში სააღდგომო ლიტურგიაზე
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე სამებაში სააღდგომო ლიტურგიაზე

„ქრისტე აღდგა. მინდა, რომ სრულიად საქართველოს, თითოეულ ოჯახს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სიხარული, ბედნიერება ვუსურვო, ისეთი, როგორიც იყო დღეს ამ ტაძარში“, – განაცხადა საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა საზეიმო ლიტურგიას, ქართველ ხალხს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ეპისტოლეს რამდენიმე ასპექტს შეეხო.

„ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა, მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება ურთიერთთანაგრძნობა და ყველაფერი საუკეთესო. დღეს პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე, ყველაფერზე იმაზე, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართველმა სამხედროებმა აღდგომა ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე იზეიმეს - Sputnik საქართველო
ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე აღნიშნეს 

სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო თბილისის მერი კახა კალაძეც. მან საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოულოცა.

„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად ვუსურვებ, ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია, რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში შესრულდა. 28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.

ყველა ახალი ამბავი
0