ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის სუს-ის უფროსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

© photo : press-service of the Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ალი ნაგიევი
ირაკლი ღარიბაშვილი და ალი ნაგიევი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა ალი ნაგიევმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის უშიშროების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
რამდენი ბუნებრივი აირი მოაწოდა აზერბაიჯანმა საქართველოს

შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული საკითხი განიხილეს თუ არა, უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0