რამდენი ბუნებრივი აირი მოაწოდა აზერბაიჯანმა საქართველოს

© photo: Sputnikგაზგამანაწილებელი სადგური
გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
საქართველოს ბუნებრივი აირის ბალანსის მიხედვით, პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 943,5 მლნ კუბომეტრი გაზის მოწოდება იყო დაგეგმილი.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებამ წლის პირველ კვარტალში 784 მლნ კუბომეტრი შეადგინა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

საქართველოს 2021 წლის ბუნებრივი აირის ბალანსის მიხედვით, პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 943,5 მლნ კუბომეტრი გაზის მოწოდება იყო დაგეგმილი; ამავდროულად რუსეთიდან დაგეგმილი იყო 65,4 მლნ კუბომეტრის მოწოდება. „საქსტატის“ მონაცემებით, რუსული გაზის ფაქტობრივმა მოწოდებამ ქვეყანაში დაახლოებით 200 მლნ კუბომეტრი შეადგინა.

„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
აზერბაიჯანმა დაასახელა გაზის ტრანზიტის მოცულობა, რომელსაც საქართველო რუსეთიდან მიიღებს

სულ 2021 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა განახორციელა 5 მლრდ კუბომეტრის ექსპორტი, საიდანაც თურქეთში მიმართული იყო 3 მლრდ კუბომეტრი, ევროპაში – 1,1 მლრდ, ხოლო საქართველოში – 784 მლნ კუბომეტრი.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2021 წლის იანვარი–მარტში 39,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამ პერიოდში TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებული იყო 1,4 მლრდ კუბომეტრი გაზი.

აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანში სულ 10,4 მლრდ კუბომეტრი გაზი მოიპოვეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 407 მლნ კუბომეტრით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0