დაწესდება თუ არა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები: უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილება

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
სპეციალისტები კორონავირუსის საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობენ, რამაც შეიძლება ამ დროისათვის გაუქმებული კოვიდ–შეზღუდვების კვლავ ამოქმედება გამოიწვიოს.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გადაწყვეტილება არ მიუღია, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში>>

როგორც ღიბრაძემ განაცხადა, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას.

„აღნიშნულ მომენტში არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ამის განხილვა, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშირებით“, - განმარტა ღიბრაძემ.

მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე;

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
ეპიდემილოგები დამატებით შეზღუდვებზე ლაპარაკობენ

გარდა ამისა, ხელისუფლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

„მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე – საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ“, - აღნიშნა ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საწარმოებში, სადაც გამოვლინდება კორონავირუსის შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება.

საქართველოში კორონავირუსზე დაახლოებით 15 ათასი მედიკოსი აიცრა>>

საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, საბჭო ხანდაზმულ პირებს რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ახალ შეზღუდვებს - ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა

ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1.310-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 299 ათასს გადააჭარბა.

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

ამ დროისათვის ძირითადი შეზღუდვა, რომელიც საქართველოში დარჩა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით. 

რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა>>

ძალაშია ასევე პირბადის სავალდებულო ტარება, რომლის დაცვაც აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0