ეპიდემილოგები დამატებით შეზღუდვებზე ლაპარაკობენ

© photo: photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ახალი შეზღუდვების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გაიზრდება პირბადის ტარების მაჩვენებელი და გააქტიურდება ვაქცინაციის პროცესი

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებამ სახელმწიფო შეიძლება აიძულოს, კვლავ მიმართოს დამატებით შეზღუდვებს, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“ –ის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>

მისი თქმით, ქვეყანაში მდგომარეობა მძიმდება და დღეს არსებული სურათის მთლიანად აღსაქმელად საჭიროა კოვიდ–სტატისტიკის მინიმუმ ორკვირიანი მონაცემების გაანალიზება.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გაბუნია: ეპიდსიტუაცია კვლავ საყურადღებოა, ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას

„ყველა ეს მონაცემი, სამწუხაროდ, უარესდება. თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს“, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების მესამე ტალღაა. შესაბამისად იზრდება დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზებას გეგმავს.

ამ დროისთვის 10 387 ინფიცირებულიდან კლინიკაში მკურნალობს 3 174 პაციენტი, აქედან 563–ის მდგომარეობა მძიმეა. 89 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. სახლში 6 776 ინფიცირებული მკურნალობს.

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში>>

პანდემიის დასაწყისიდან დაფიქსირებულია 295936 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 281574  ადამიანი, გარდაიცვალა – 3 949.

ყველა ახალი ამბავი
0