თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილეს გადასცეს ნოტა საელჩოს ათი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, იუწყება РИА Новости.
მათ ქვეყანა 22 მაისამდე უნდა დატოვონ, დააზუსტეს საგარეო უწყებაში.
ეს იყო საპასუხო ნაბიჯი ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც 15 აპრილს მოსკოვის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები დაწესდა. ისინი 32 ადამიანს და ორგანიზაციას, ასევე რუსული სახელმწიფო ობლიგაციების შეძენას შეეხო. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა ათი დიპლომატი გააძევეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ სერიოზულ საპასუხო ზომებს მიიღებდნენ.
თავდაპირველად ათ ამერიკელ დიპლომატს შესთავაზეს რუსეთის დატოვება სტატუსის შეცვლის გარეშე, ასევე გააუქმეს აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა ხანმოკლე ვიზიტები და შეწყვიტეს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ფონდების მუშაობა. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციის რვა მოქმედ და ყოფილ ჩინოვნიკს აუკრძალეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს ჯონ სალივანს „თავის დედაქალაქში გამგზავრება და იქ დეტალური, სერიოზული კონსულტაციების გამართვა“ ურჩია. აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დროებით გაემგზავრება.
რუსეთი-აშშ-ის ურთიერთობა ტრადიციულად დაძაბულია. დიალოგი გაუარესდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არადიპლომატიური გამონათქვამების შემდეგ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინზე ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.