თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთზე თავდასხმების მცდელობა სპორტის ახალ სახეობად შეაფასა.
„ზოგ ქვეყანაში უღირსზე უღირსი ჩვევა დაამკვიდრეს — ნებისმიერი საბაბით, უფრო ხშირად კი საერთოდ უსაბაბოდ, რუსეთზე თავდასხმა. ეს სპორტის ახალი სახეობაა — ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის რამეს“, - თქვა მან.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა რუსეთს მეგობრული ურთიერთობები სურს სხვა ქვეყნებთან.
ამასთან პუტინმა ყურადღება გაამახვილა დასავლეთის ქვეყნების უწყვეტ არამეგობრულ აქციებზე რუსეთის მიმართ და სიტუაცია ვეფხ შერხანის გარშემო მოწრიალე ტურა ტაბაკის შეადარა.
„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთს ან აქედან წაჰკრავენ და ხან იქიდან — ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რა თქმა უნდა, მათ გარშემო, როგორც შერხანის გარშემო, მაშინვე იწყებენ წრიალს წვრილფეხა ტაბაკები. ყველაფერი ისეა, როგორც კიპლინგს აქვს. ყმუიან, რათა სუვერენის გული მოიგონ“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს აქვს საკუთარ ინტერესები, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დაიცავს.
„რუსეთის პოლიტიკის აზრი და შინაარსი საერთაშორისო არენაზე — ეს მშ ვიდობისა და უსაფღთხოების უზრუნველყოფაა ჩვენოი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის... რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, როგორც ამას მსოფლიოს სხვა ქვეყნები აკეთებენ“, — აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი უაღრესად მოკრძალებულად იქცევა, ხშირად პასუხსაც არ სცემს არა მარტო არამეგობრულ აქციებს უცხოეთში, არამედ ღია თავხედობასაც კი.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არავისთან არ სურს „ხიდების დაწვა“, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და სასტიკი და „ისინი ინანებენ“.