პუტინმა კლიმატის სამიტზე ბაიდენის მიწვევა მიიღო

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
კლიმატის საკითხებზე ლიდერების სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატში 22 და 23 აპრილს ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით პირველ დღეს გამოვა

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 22 აპრილს კლიმატის საკითხებზე ლიდერების სამიტზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით გამოვა, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

პუტინი ისაუბრებს რუსეთის მიდგომაზე ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, რომელიც კლიმატის გლობალური ცვლილების ნეგატიური შედეგების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული, ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
„პუტინს შეხვედრა ზაფხულში შევთავაზე: ბაიდენმა კომენტარი გააკეთა

კლიმატის პრობლემების განსახილველად 22-23 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამიტის ჩატარების წინადადება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან წამოვიდა. ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამიტზე 40 მსოფლიო ლიდერი, მათ შორის, პუტინი მიიწვია, იუწყება РИА Новости.

18 აპრილს კრემლში აღნიშნეს, რომ სამიტში პუტინის მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყდება, რაც ღონისძიების ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

კერძოდ, რუსეთს პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის თქმით,  მოსკოვმა ჯერ უნდა „გაანალიზოს შესავალი სიტყვა, როგორ გაიმართება სამიტი, ვინ და რა რიგითობით გამოვა სიტყვით, რა იქნება შედეგი, ვინ იქნება თავმჯდომარე“.

ყველა ახალი ამბავი
0