რამდენ ხანს მოუწევს მელიას ამნისტიის ლოდინი

© Sputnik / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ნიკა მელია ამნისტიას დაახლოებით ერთი თვე უნდა დაელოდოს. უმრავლესობის დეპუტატები რეგლამენტზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღება ამაზე სწრაფად ვერ მოხერხდება.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი კანონს ამნისტიის შესახებ დაჩქარებული წესით ვერ მიიღებს – ამას ერთი თვე დასჭირდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე კომენტარისას.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას 27 აპრილიდან შეუდგება

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ამბობს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 20 ივნისის პროტესტთან დაკავშირებით აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.

მათ რიცხვში შედის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს მასობრივი ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში. ოპოზიცია მას და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელ გიორგი რურუას „პოლიტპატიმრის“ კატეგორიას მიაკუთვნებს. მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად იყო წამოყენებული.

პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის კანონზე მუშაობა დღეიდან იწყება. ეს პროექტი ოპოზიციონერ კოლეგებთან თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება მისი ინიცირება.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
„ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს“ – ოპოზიციამ მორიგი აქცია გამართა

„ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებული სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა შევეცდებით, შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამნისტია შეეხება ყველა პირს, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ეს შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მიუხედავად გათავისუფლების გარანტიისა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს შარლ მიშელის კომპრომისულ დოკუმენტზე ხელმოწერაზე და ასევე პარლამენტში შესვლაზე, სანამ თავის ლიდერს გათავისუფლებულს არ იხილავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყველას, ვინც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, აქვს ვალდებულება, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება და ამ კანონს ისინი მიიღებენ.

გიორგი რურუა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

„თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს სასამართლოს დალოდება. თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ? ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად“, – თქვა ქადაგიშვილმა.

მელია მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. მის დასაკავებლად ხელისუფლებას სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მანამდე პროკურატურის მოთხოვნით მას პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0