„ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს“ – ოპოზიციამ მორიგი აქცია გამართა

© photo: Sputnikაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და მათი მოთხოვნაა, რომ ის საპატიმროდან უპირობოდ გათავისუფლდეს.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო ავტომსვლელობა მოაწყვეს.

ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან 11:00 საათისთვის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებისკენ დაიძრა, სადაც ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
„მათ ეს შეუძლიათ“: ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა

„ჩვენ მივდივართ რუსთავში, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ნიკა მელიას მიმართ. არ არის მისთვის იოლი – უყუროს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და რომელიც უშუალოდ მის სახელს უკავშირდება. სწორედ ამიტომაა, რომ მან კიდევ ერთხელ გააკეთა მკვეთრი განცხადება, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას და არც არავის მისცემს იმის უფლებას, მის ნაცვლად გირაო გადაიხადოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მელიამ ძალიან სწრაფად დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, რისთვისაც უმოკლეს დროში უნდა მოხდეს პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმება.

„ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯს არ დგამს და ახლა საუბარია „ამნისტიის შესახებ“ კანონზე. მაგრამ ეს კანონიც არის ძალიან საფრთხილო. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ კანონის განხილვასა და შემუშავებაში, რადგან ჩვენი პოზიციაა, რომ ვიდრე ნიკა მელია არ გამოვა, ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. იმ ფორმულირებით, როგორიც ხელისუფლებას სურს, თუნდაც გირაოთი, ამ ფორმით მელია არასდროს დატოვებს საპატიმროს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული. დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა" – მათთვის შეთანხმებაზე ხელმოწერის პირობა მელიას გათავისუფლებაა. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ მიზნით გირაოს გადახდასაც და ამნისტიის გამოყენებასაც. 

გიორგი რურუა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირება 27 აპრილს იგეგმება, რის შემდეგაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოსცემს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამფლობელის გიორგი რურუას შეწყალების აქტს. პარლამენტის ამნისტიის აქტი კი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.

ოპოზიციისთვის გიორგი რურუა და ნიკა მელია პოლიტპატიმრები არიან და მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

ამის გამო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა იმ შეთანხმების, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. დოკუმენტს მხარეებმა ხელი ორშაბათს მოაწერეს.

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

ყველა ახალი ამბავი
0