„მათ ეს შეუძლიათ“: ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ნიკა მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ აქვს შეფარდებული.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში შეხვდა, იუწყება „პირველი არხი“.

შარლ მიშელი მოლაპარაკებებზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
რას ელოდებიან პოლიტიკოსები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს „პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიაჩნია, რომ მისთვის გირაო უკანონოდ არის დაკისრებული და ამიტომ არ აპირებს მის გადახდას.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა იქნება ხვალ და რა შეიძლება იყოს იმისი წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. მას მიაჩნია, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე საუბრობს, რომ მასთან არ ყოფილა გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, თავად მისი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა მელია.

„გირაოს შეფარდების გარეშეც არის შესაძლებელი, და თუ ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, შეთანხმება და სამოქალაქო მშვიდობა იყოს, მათ ეს შეუძლიათ თავისუფლად გააკეთონ. ჩემი რეკომენდაციაა – რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ეს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
მეამბოხეები სააკაშვილის პარტიიდან – რის მიღწევას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა"?

რაც შეეხება იმას, შეეხება თუ არა ნიკა მელიას ამნისტია, სახალხო დამცველის თქმით, ამნისტიის აქტის მიღება პარლამენტის გადასაწყვეტია, იმ პარტიებისა, რომელთაც ამას მხარი უნდა დაუჭირონ.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტი ხუთი პუნქტისგან შედგება, რომელთა შორისაა ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ხელსუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელს გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. ამას გარდა პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0