თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. არგენტინამ პირველმა ლათინურ ამერიკაში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს წარმოება, შემდგომში ის ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ექსპორტზე შეიძლება გავიდეს, ნათქვამია პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის (RDIF) განცხადებაში.
„RDIF და ფარმაცევტული კომპანია Laboratorios Richmond SACIF არგენტინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს პირველი პარტიის წარმოების შესახებ იუწყებიან. არგენტინა გახდა პირველი ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც ვაქცინა „სპუტნიკV"-ს წარმოება დაიწყო“, - აღნიშნეს ფონდში.
აღინიშნა, რომ RDIF-მა და პარტნიორებმა Laboratorios Richmond-თვის განახორციელეს ტექნოლოგიების ტრანსფერი, პირველი წარმოებული პარტია გამალეის ცენტრში პრეპარატის ხარისხის კონტროლისთვის გაიგზავნება.
როგორც მოსალოდნელია, ვაქცინა „სპუტნიკV"-ს სრულმასშტაბიანი წარმოება არგენტინაში ივნისში დაიწყება, აღნიშნეს ფონდში.
არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა, რომელსაც ფონდი ციტირებს, განაცხადა: „მოხარული ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა არგენტინაში ვაწარმოოთ ვაქცინა „სპუტნიკV" , რომლის დახმარებით ჩვენ უკვე ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას შესანიშნავი შედეგებით. ეს იქნება დიდი შესაძლებლობა იმისათვის, რომ დავწინაურდეთ პანდემიასთან ბრძოლაში არა მარტო არგენტინაში, არამედ ლათინურ ამერიკაში“.
„არგენტინამ პირველმა ლათინურ ამერიკაში დაამტკიცა „სპუტნიკV"-ს გამოყენება და ამ პრეპარატით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. დღეს მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ არგენტინა რეგიონში პირველი სახელმწიფოა, სადაც „სპუტნიკV"-ს წარმოება დაიწყო. „სპუტნიკV" მოიწონეს ლათინური და ცენტრალური ამერიკის ათზე მეტ ქვეყანაში და არგენტინაში წარმოება სხვა ჩვენი პარტნიორებისთვის პრეპარატის მიწოდებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა RDIF-ის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
არგენტინა იყო პირველი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, რომელმაც „სპუტნიკV" ოფიციალურად დაარეგისტრირა თავის ტერიტორიაზე. რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული პროცედურის (emergency use authorization) ფარგლებში. არგენტინაში რუსული პრეპარატით ვაქცინაცია 2020 წლის 29 დეკემბერს დაიწყო. „სპუტნიკV" რეგისტრირებულია 60 ქვეყანაში, სადაც 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. რუსეთში ჩატარებული კვლევით, ვაქცინის ეფექტურობამ 97,6% შეადგინა.