რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა

© AP Photo / Attila BalazsCOVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები
COVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ვაქცინაციისთვის შეთავაზებული შვიდი პრეპარატიდან თითოეულს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის შერჩევა შეუძლია.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეების უმეტესობა Pfizer-ის პრეპარატს ირჩევს.

ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 35 ათასი ადამიანი.

  • დარეგისტრირებულთა უმეტესობა ირჩევს Pfizer-ის პრეპარატს, შემდეგ მოდიან Moderna, AstraZeneca, Johnson&Johnson, Novavax, Sinopharm და Sinovac Biotech Co.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა და აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეობითაც არეგულირებს და მართავს ვაქცინაციის პროცესს.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო: უკვე 18+

პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის თავად არჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება.

წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. ამ პორტალის ამოქმედების მთავარი მიზანია მოქალაქეების ვაქცინებთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ინტერესების შეფასება.

წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულით: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
როდის დაიწყება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. 

საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში 30.209 ადამიანია აცრილი.

ყველა ახალი ამბავი
0