ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად სავარაუდოდ ნიკა მელიას წარადგენს

© Sputnik / Alex Shlamovოპოზიციის შეხვედრა
ოპოზიციის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერობის ერთიან კანდიდატად მელიას წარდგენის ინიციატივით თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოვიდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიცია, რომელიც წარმატებით გაერთიანდა „პოლიტპატიმარ“ ნიკა მელიას ირგვლივ, ისევ უნდა გაერთიანდეს და ის მერობის ერთიან კანდიდატად წარადგინოს, ამის შესახებ საკუთარ  Facebook-გვერდზე თბილისის ყოფილმა მერმა და პარტია „ევროპული საქართველოს“ ასევე ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ დაწერა.

„ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად, თუნდაც ერთი წუთით, ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია - ციხეში“, - წერს უგულავა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
„ბრძოლა არ დასრულებულა" – ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებისთვის მხოლოდ ბოიკოტი საკმარისი არაა.

„ამასთანავე სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ“, - წერს უგულავა.

მან შესთავაზა ოპოზიციას ოფიციალურად წარადგინოს ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად 15 მაისის აქციაზე.

უგულავას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - ესაა არა მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, არამედ პროპორციული სისტემით ჩასატარებელი არჩევნები, 2%-იანი გამსვლელი ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, რისთვისაც აუცილებელია საარჩევნო სისტემის რეფორმა.

„ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების - სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად“, - წერს უგულავა.

თაკო ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს

მან ასევე შესთავაზა ოპოზიციას შეთანხმდეს ერთიან კანდიდატებზე ადგილობრივ არჩევნებზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რაც „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ ნაწილში ამომრჩეველთა ხმების 43%-ის მოპოვებაში ხელს შეუშლის.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ პარტიის რიგები 10 აპრილს დატოვეს.

უგულავამ თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცუდი შედეგები აჩვენა. მეათე მოწვევის პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ ხუთი მანდატი მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0