თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს

© Facebook / Law and Justiceთაკო ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების დოკუმენტის ახალმა ვერსიამ თანაპარტიელებში არაცალსახა რეაქცია გამოიწვია

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმას დატოვებს.

ჩარკვიანის უკმაყოფილება გამოიწვია პარტია „სტრატეგის აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოზიცია განახლებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციას და მმართველ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა. ვაშაძემ მანამდე განაცხადა, რომ „არსებული ხარვეზების“ მიუხედავად, მაინც აპირებს კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერას.

„98 პროცენტით ვტოვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ გიორგი ამ ფორმით ხელს არ მოაწერს. მაინც არ მემეტება ასეთი შეცდომისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს თაკო ჩარკვიანმა.
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
„ბრძოლა არ დასრულებულა" – ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს. 

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელს, გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად! - „ლელო“ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“  ლიდერებმა.

დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ჯერჯერობით შიდა პარტიულ კონსულტაციებს მართავენ.

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2020 წლის ზაფხულში შეიქმნა. ის დააფუძნეს ლიდერებმა პარტიების - „ახალი საქართველო“ და „კანონი და სამართალი“ გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა. საპარლამენტო არჩევნებზე ეს ორი პარტია ერთიანი ბლოკით გავიდა.

ვაშაძემ კენჭი იყარა ისნის საარჩევნო ოლქში, ჩარკვიანმა - საბურთალოს ოლქში. არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ პარლამენტში ოთხი მანდატის მოპოვება შეძლო.

 

ყველა ახალი ამბავი
0