რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი მაშინდელი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ბესო ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რობერტ სტურუას ბრძანების თანახმად, ბესო ზანგურის ნაცვლად სპექტაკლებში სხვა მსახიობები ითამაშებენ.

მსახიობი ბესო ზანგური მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
„დაიწყონ გამოძიება, მე ცოლები ნინუცამდეც მყოლია და ახლაც მყავს...“ – ბესო ზანგური

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.

„ოჯახის წევრების თვალწინ მცემა ორსული...“ - ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურთან დაშორებაზე>>

დღეს მაყაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი სასწრაფოდ უნდა დატოვოს. ნინუცა მაყაშვილს კი მან გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

თავად ბესო ზანგური ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0