Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაიწყონ გამოძიება, მე ცოლები ნინუცამდეც მყოლია და ახლაც მყავს...“ – ბესო ზანგური

© courtesy of Beso Zanguriმსახიობი ბესო ზანგური მეუღლესთან ერთად
მსახიობი ბესო ზანგური მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, ფაქტს თავად მსახიობი, რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუაც გამოეხმაურნენ.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და თავად მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

„დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები. მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არც ერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს“, – განაცხადა მსახიობმა.

სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრიც გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობი ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობს ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. რუსთაველის თეატრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“

მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას „ფეისბუქზე" გამოეხმაურა ასევე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" – დაწერა ცნობილმა რეჟისორმა.

12 აპრილს გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.

ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0