მსახიობი ნინუცა მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. ნინუცას პირველი ქმარი თეატრის პოპულარული მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მეორე იყო.
ნინუცას ქმართან დაშორების მიზეზებზე 11 წელია არსად უსაუბრია, თუმცა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი” დუმილი დაარღვია და, როგორც გაირკვა, ის ძალადობას გაექცა.
View this post on Instagram
როგორც მსახიობი იხსენებს, არ ახსოვს პირველად როდის აღმართა მეუღლემ მასზე ხელი, თუმცა ახსოვს, რომ ორსულად იყო, როცა მისი ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან სცემა. შემდეგ ბოდიშები უხადა და საჩუქრები აჩუქა. თუმცა როდესაც ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, მიხვდა, რომ ამისგან თავი უნდა დაეღწია.
View this post on Instagram
„მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა, ან შუქნიშანზე გაჩერებისას მოწყენილი ვყოფილიყავი, ან თუნდაც მიზეზი ყოფილიყო ქუჩაში უბრალოდ დანახული ბიჭი. მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან, მარტივია სუსტი დაჩაგრო. მე მაშინ სუსტი ვიყავი. რატომ ვპატიობდი? ძალიან მეშინოდა, იყო მუქარები. ვერც ოჯახის წევრებს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, რომ ვთქვი, მიშველეთ-თქო“, – იხსენებს ნინუცა.View this post on Instagram
მსახიობის თქმით, ბოლო წვეთი იყო, როდესაც მეუღლე გასტროლებიდან ღამის 4 საათზე დაბრუნდა და ღამის 4-დან 8 საათამდე სცემდა.
View this post on Instagram
„ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, იყო, რომ ჩემი შვილის სახელი მეთქვა, რომელიც გვერდზე ოთახში ღნაოდა. მე ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წამეყვანა იქიდან. 10 წუთი მქონდა სახლიდან გამოსაქცევად. 6 ჩანთა მოვიკიდე, მეათე სართულიდან ფეხით ჩამოვედი, გავაჩერე ტაქსი და წამოვედი. ტელეფონზე რეკვა რომ დაიწყო, ამაკანკალა. შემდეგ მოვიდა სახლშიც, თუმცა უკვე დედა მედგა გვერდში”, – აღნიშნა ნინუცა მაყაშვილმა.