საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დაიწყო

© photo: National Examinations Center / FBსაქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური  დაიწყო
საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური  დაიწყო

 - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
მესამე ტურში, რომელიც მათემატიკისა და ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყო, 600-ზე მეტი უფროსკლასელი იღებს მონაწილეობას.

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური  დაიწყო - ის 9 აპრილს მათემატიკისა და ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყო, იუწყება გამოცდების ეროვნული ცენტრი.

საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო >>

მესამე, დასკვნით ტურში 600-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. თითოეულმა მათგანმა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% დააგროვა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

წელს ოლიმპიადის პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 30.7 ათასზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კორონავირუსის პანდემიის გამო ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა. პირველი ტურისგან განსხვავებით, ოლიმპიადის მეორე ტური სკოლებში ჩატარდა და მასში 6 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

გიორგი მანდარია გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
ლოგიკური აზროვნება გამარჯვებისთვის – ქართველი მოზარდები მსოფლიოში უძლიერესთა შორის

ეროვნული ოლიმპიადა X-XII კლასების მოსწავლეთათვის ცენტრალიზებულად შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხო ენა.

ეროვნული ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან ტარდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0