ტურიზმის სფერო კატასტროფის ზღვარზეა – სტატისტიკური მონაცემები

© photo: Sputnikტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ვიზიტების რაოდენობით თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები ლიდერობენ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 134,7 ათასი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 89,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში. 

სათაფლია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
შიდა ტურიზმი და საქართველო: „საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს

პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან საქართველოს საზღვრები ჩაკეტილია. მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ხელისუფლებამ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მოგზაურობა სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ.

2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში საქართველოში 134.712 ვიზიტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 1.333.089 იყო. შედარებისათვის: 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, გახსნილი საზღვრების პირობებში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებმა 1.617.548 ვიზიტი განახორციელეს.

ამასთან, წელს საერთო რაოდენობიდან ტურისტული ვიზიტი მხოლოდ 116.566 იყო. 2020 წელს ეს რიცხვი 756.327 იყო, 2019 წელს – 882.130.

ვინ მოგზაურობს საქართველოში

საქართველოში ვიზიტების რაოდენობით თურქეთის მოქალაქეები ლიდერობენ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელთან შედარებით მათი ვიზიტები 71,8%-ით შემცირდა, 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში საქართველოში თურქეთის მოქალაქეებმა 50.720 ვიზიტი განახორციელეს. 

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
2021 წლის აპრილში საქართველოში შემოსვლის წესები

მეორე ადგილზეა სომხეთი, აღნიშნულ პერიოდში ამ ქვეყნიდან 18.333 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2020 წელთან შედარებით 91,6%-ით ნაკლებია.

მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი – 2020 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა 95,7%-ით შემცირდა და 11.314 შეადგინა.

ლიდერი ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით 

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების რაოდენობა 2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის პირველ კვარტალში
თურქეთი 50 720 180 058 201 192
სომხეთი 15 316 181 720 232 449
აზერბაიჯანი 11 314 262 190 292 902
რუსეთი 9 544 172 123 254 077
უკრაინა 4 815 32 208 33 645

ყველაზე დაზარალებული სფერო

საქართველოში ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, დარგიდან შემოსავალმა კი 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით იყო ვარაუდი, რომ 2020 წელი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და მოლოდინი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი ყველაზე დაბალი – 427,7 ათასი დოლარი იყო. 

მგზავრები პერუს აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი: ჯანმოს პროგნოზი

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ, ამიტომ ამ სფეროს და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ტურისტული სექტორის დახმარება ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო – შემუშავდა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც 2020 წელს რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

ტურიზმთან დაკავშირებულ 6 ათასზე მეტ კომპანიას 1 ნოემბრამდე საშემოსავლო გადასახადი და ოთხი თვით ქონების გადასახადი გადაუვადდა. გარდა ამისა, 2,2 ათასმა სასტუმრომ ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხების 80%-ის სუბსიდირება მიიღო. ამასთან კომპანიებს საკუთარი სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

თუმცა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ დახმარება მაინც მიზერულია და მას იმ რეალური ზარალის ანაზღაურება არ შეუძლია, რაც აღნიშნულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს. მათი თქმით, თუ სასტუმრო ინდუსტიამ ალტერნატიული შემოსავლის მიღება კოვიდ–სასტუმროებად გადაკეთების გზით შეძლო, ტურ-ოპერატორები, გიდები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვა პირები საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ყველა ახალი ამბავი
0