შიდა ტურიზმი და საქართველო: „საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლია
სათაფლია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
2020 წელს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიემგზავრებოდნენ მეგობრებთან და ნათესავებთან, ასევე საყიდლებზე და სამკურნალოდ.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. 2020 წელს საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი, 2019 წელთან შედარებით, 8,3%-ით შემცირდა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

უწყების ცნობით, 2020 წელს საქართველოში თვეში საშუალოდ 910,8 ათასმა საქართველოს მოქალაქემ იმგზავრა – მათ განახორციელეს ერთი მილიონი ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის ვიზიტი 480,4 ათასი იყო.

გასულ წელს ერთ თვეში ტურისტული ვიზიტების საშუალო რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5%-ით მეტი იყო.

პანდემია შიდა ტურიზმზე საგარეო ტურიზმთან შედარებით ნაკლებად აისახა

საქართველოში ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, დარგიდან შემოსავალმა კი 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით იყო ვარაუდი, რომ 2020 წელი უკეთესი იქნებოდა.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და მოლოდინი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი ყველაზე დაბალი – 427,7 ათასი დოლარი იყო. 

მგზავრები პერუს აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი: ჯანმოს პროგნოზი

2020 წლის გაზაფხულზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე. 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა და ხელისუფლებამ, აღნიშნული სფეროს დახმარების მიზნით, მოსახლეობას სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივნისის ბოლოს პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში". ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია პოპულარიზაციას უწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების ინსტიტუტის განვითარებას. 

შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა. სასტუმროების უმეტესობამ, წინა წლებთან შედარებით, მომსახურების ღირებულება შეამცირა და იგივე ბათუმში სასტუმროს ხარჯები 30%-ით ნაკლები გახდა. თუმცა, 2020 წლის შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ხელისუფლებამ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები განმეორებით დააწესა.

როდის გაიხნება ტურისტული სეზონი აჭარაში: თორნიკე რიჟვაძის განმარტება>>>

ტურიზმის სფეროს ექსპერტის ნიკო კვარაცხელიას აზრით, შიდა ტურიზმის შემოსავალი ყოველთვის მიზერული იყო.

„ქართულ ტურიზმში შიდა ტურიზმი დიდ როლს არ თამაშობს, ჩვენ საერთაშორისო ტურიზმზე ვართ დამოკიდებული. საქართველოში ძირითადად ჩამოდიან აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ეს ქვეყნები ტურიზმიდან მთლიანი შემოსავლების 75%-ზე მეტს იძლევიან. პანდემიიდან გამომდინარე კი ყველაფერი შეჩერდა და წელი ძალზე ცუდი იყო. თავიდან ველოდებოდით, რომ არ იქნებოდა ზაფხულის ტურიზმი, შემდეგ ველოდებოდით, რომ იქნებოდა ზამთრის ტურიზმი. მაგრამ არც ეს გამართლდა. ახლა ველოდებით, რომ ზაფხულის ტურიზმი უკეთესი იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ „Sputnik–საქართველოსთან“.

სად იმოგზაურეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა

2020 წელს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიემგზავრებოდნენ მეგობრებთან და ნათესავებთან, ასევე საყიდლებზე და სამკურნალოდ.

საქართველოში ტურისტი რეზიდენტების ვიზიტების მიზანი - ერთ თვეში საშუალო მაჩვენებელი 

ვიზიტის მიზანი ვიზიტების რაოდენობა, ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში %
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან 476,6 45,9
მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვა) 164,4 15,8
შოპინგი 149,6 14,4
მკურნალობა 89,5 8,6
დასვენება და გართობა 80,4 7,7
პროფესიული მოღვაწეობა 40,4 3,9
რელიგია/მომლოცველობა 15,8 1,5
განათლება 4,6 0,4
სხვა 18,1 1,7

საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა პირველ კვარტალში სტუმრობდა თბილისს, იმერეთს, ქვემო ქართლს, აჭარას და სამეგრელო–ზემო სვანეთს.

საქართველოში ადგილობრივი ტურისტების ერთ თვეში საშუალო ხარჯმა გასულ წელს 147,1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4,5%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

თითო ვიზიტის საშუალო ხარჯი 9,5%-ით გაიზარდა და 141,5 ლარი შეადგინა. ამასთან, მგზავრობისას საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი თანხა საყიდლებზე, ტრანსპორტსა და საკვებზე დახარჯეს.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების ხარჯი, ერთ თვეში საშუალო მაჩვენებელი 

ხარჯის სახეობა ხარჯები, მლნ ლარი ხარჯის გადანაწილება %
საყიდლები 53,9 51,8
საკვები და სასმელი 35,6 34,2
ტრანსპორტი 27,5 26,4
განთავსება 7.0 6.7
გართობა 1,3 0,9
სხვა 22,0 21,1

შიდა ტურისტების 53,9%-ს ქალები შეადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0