გეოლოგები დარწმუნებული არიან, რომ თბილისის მერია მეწყრულ ზონაში არასწორად მოქმედებს

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა თბილისში
მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
დედამიწის შემსწავლელი ინსიტუტის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზუსტი გათვლებისა და ნახაზების, ადგილის განსაზღვრის გარეშე მეწყრული პროცესების შეჩერება შეუძლებელია.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ქართველი სპეციალისტები თბილისის მერიის მიერ ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ ზონაში ჩაცემენტების სამუშაოებს აკრიტიკებენ.

გეოლოგები ბროწეულის ქუჩის მოსახლოეობის დროებით გაყვანის საჭიროებაზე საუბრობენ>>

როგორც ТV Pirveli-ს ეთერში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, მერია გამაგრებით სამუშაოებს კვლევების შედეგების გაუთვალისწინებლად შეუდგა, ამიტომ გეოლოგებს ეჭვი ეპარებათ, რომ ამ სამუშაოებს მეწყრის შეჩერება შეუძლია.

„როდესაც არ იცით, რა მასაა დაძრული, ნახაზი არა გაქვთ, სქემა არა გაქვთ, საბოლოო მონაცემები არა გაქვთ, ისიც კი არ იცით, რა გადაადგილებებზეა საუბარი... თუ ეს კვლევები არ არის, როგორ დათვალეს, სად უნდა ჩაასხან, სად უნდა დაარტყან ჭაბურღილი, სად უნდა დადგან სისტემა?!“ – სვამს კითხვებს გოდოლაძე, რომელზე პასუხები მას თავადაც არ აქვს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მანამდე მასმედიის ზოგიერთი საშუალების მოქმედება მოსახლეობაში პანიკის დათესვის გამო დაგმო და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტში ამ რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, ევაკუაციისთვის მერია მზადაა.

მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
კალაძე: ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს

კვლევის შედეგებით, ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე 18 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, ჭარბი ნალექისა და მიწისძვრის შემთხვევაში ფერდობიდან შეიძლება 800 ათასი კუბომეტრი მიწის მასა დაიძრას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფერდი ძალიან დახრილი არაა, დიდი მასის გამო ის საკმაოდ მაღალი სიჩქარის იქნება იმისთვის, რომ ჯერ გზისკენ, შემდეგ კი მდინარისკენ დაეშვას.

კვლევის თანახმად, მეწყერი, სავარაუდოდ, მოიცავს მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის და გელოვანის ქუჩებს.

მეწყრული პროცესები თბილისში – რა დაადგინეს სპეციალისტებმა>>

გარდა ამისა, ექსპერტების ვარაუდით, თუ მეწყერი მთის ზედა ნაწილში კიდევ ერთ მეწყერს წარმოშობს, მისი ჩამოწოლა უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0