თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ ტელეარხი „ფორმულა“ აცხადებს.
ტელეარხს დასაშვებად მიაჩნია, რომ კალაძე მილანს დაუბრუნდეს, სადაც ოდესღაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა აიწყო.
კახა კალაძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი თუ ... ვინ გახდება თბილისის მერი 2021-ის არჩევნებზე>>
ცოტა ხნის წინ მერი გამოკვლევებზე თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში იწვა. მას ე.წ. ვესტიბულოპათია დაუდგინეს – ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა. ის უკვე გამოწერეს კლინიკიდან, თუმცა მკურნალობას სახლში განაგრძობს.
კალაძის წასვლის შესახებ ჭორები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე გავრცელდა. ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და მილანში ბრუნდება, მაგრამ კალაძემ ეს ხმები უარყო.
აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ამ დღეებში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში პოპულარული ადამიანების სიაში კალაძემ, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორისა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.
კახა კალაძე მერობაზე მეორედ იყრის კენჭს? „ქართულმა ოცნებამ“ გეგმები გაახმოვანა>>
კალაძემ თბილისის მერის პოსტი 2017 წლის მიწურულს დაიკავა. მანამდე ის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. წარსულში კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო და საფეხბურთო კლუბ „მილანში“ თამაშობდა.