„არსად წასვლას არ ვაპირებ“ – კალაძემ უარყო ხმები მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ

© photo: Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქმეს შუა გზაზე არასდროს ტოვებს და ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უარყო გავრცელებული ხმები მისი პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ და განაცხადა, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.

როგორც კალაძემ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის, არასაც ის თავის თანამოაზრეებთან ერთად აკეთებს, ქვეყანას სჭირდება და ის 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას მომავალშიც, რათა თბილისისა და თბილისელების პრობლემები მოაგვაროს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ყაველაშვილი: თუ კალაძე კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო

„მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გავიგე, მილანიდან ჩამოვედი, 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა სპორტში და დღეს ვარ პოლიტიკაში. არსად წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ის საქმეს შუა გზაზე არასდროს ტოვებს და ბოლომდე მიჰყავს. ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი დღევანდელზე უკეთესი იყოს.

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება ხმები, რომ კახა კალაძე პოლიტიკიდან მიდის და მილანში ბრუნდება.

კახა კალაძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი თუ ... ვინ გახდება თბილისის მერი 2021-ის არჩევნებზე>>

კალაძე სამშობლოში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. თბილისის მერი ის 2017 წლიდან არის, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრი იყო. სახელმწიფო თანამდებობას ის პარტიულ საქმიანობას უთავსებს – კალაძე 2013 წლიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია.

ყველა ახალი ამბავი
0