კახა კალაძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი თუ ... ვინ გახდება თბილისის მერი 2021-ის არჩევნებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო კამპანია იწყება
წინასაარჩევნო კამპანია იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
მოახლოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბუნებრივია, მედიის ინტერესიც დიდია იმის მიმართ, თუ სად ვის კანდიდატურას შესთავაზებს მმართველი პარტია საზოგადოებას...

ამ მხრივ ყველაზე დიდი ინტერესი მაინც თბილისის მიმართაა, სადაც „ოცნებას“ კახა კალაძე ჰყავს, რომელსაც, სავარაუდოდ, არც მეორე ჯერზე გაუჭირდება არჩევნების მოგება.

ამასთან, ამ დღეებში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობა ზურაბ პოლოლიკაშვილს შესთავაზა, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში უკვე მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად და ეს საქართველოსთვის, ბუნებრივია, დიდი წარმატებაა...

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

მმართველი პარტიის ლიდერებმა გავრცელებული ხმები სასწრაფოდ უარყვეს, თუმცა ბუნებრივია, ცუდი და საძრახი იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ადრევე იჭერს თადარიგს საშემოდგომო არჩევნებისათვის, არაფერი არ არის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის რომ ემზადებიან, ეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ სოზარ სუბარმა თავად განაცხადა. სუბარი პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის კომიტეტს კურირებს და ის პარტიის რეგიონულ მდივან დიმიტრი სამხარაძესთან ერთად, ბუნებრივია, დიდ სამუშაოს ჩაატარებს, რათა ადგილებზე მმართველ პოლიტიკურ ძალას კარგი კანდიდატები ჰყავდეს.

არსებული კანონმდებლობით, მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. სხვა შემთხვევაში მათ მეორე ტური ელით, რომელიც ხარჯიანიცაა და ნაკლებად პრესტიჟულიც. შესაბამისად, რეიტინგების შესწავლა და კანდიდატურების განხილვა რეგიონებშიც უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, მეორედ უპირებენ არჩევას ახლადარჩეულ ქუთაისის მერს - იოსებ ხახალეიშვილს.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ნიკა მელიას გათავისუფლების ხუთი გზა

დავუბრუნდეთ ისევ თბილისს - კახა კალაძის გარშემო მრავალი ხმა და ჭორი ტრიალებს. პოპულარობა ადვილი ნამდვილად არ არის. თანაც, მას, საკუთარი მაღალი რეიტინგისა და ფინანსების წყალობით, ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ თვითონ გადაწყვიტოს, სურს თუ არა მეორედ იმავე წყალში შესვლა. ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰყავს რამდენიმე ისეთი კანდიდატი, ვინც თბილისის მოგებას შეძლებს. თუმცა კალაძის შემთხვევაში ამას მისი ფინანსური რესურსი ემატება, რაც მას საშუალებას მისცემს, თავად დააფინანსოს საკუთარი საარჩევნო კამპანია.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია და ადრე გიორგი გახარიაც „ქართული ოცნების“ მხრიდან თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებად განიხილებოდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ოცნება კანდიდატებს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს, რათა მათ საარჩევნო კამპანიის ჩატარების დრო ჰქონდეთ. მანამდე კი, სავარაუდოდ, ათასგვარ ჭორსა და სპეკულაციას, ტყუილსა და მართალს მოვისმენთ. და კიდევ - ძალიან მნიშვნელოვანია, შევა თუ არა კანონში ცვლილებები ადგილობრივი არჩევნებისათვის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და რომლის მიღებაც ასევე ზაფხულამდე უნდა მოესწროს...

 

ყველა ახალი ამბავი
0