„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქვია ბთუმში
საპროტესტო აქვია ბთუმში - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გამოწერა
თითოეულ ცოცხზე გაკრული იყო ოპოზიციის ლიდერების ფოტოები, მათ შორის იყო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოც

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოფისთან ცოცხები მიიტანეს და შენობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს. მათი თქმით, ამ აქციით მათ ოპოზიციის მომხრეთა გუშინდელ ქმედებებზე უპასუხეს.

საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ბათუმელები ქალაქის ბულვარისთვის იბრძვიან

„გუშინ დაარღვიეს კომენდანტის საათი, მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან, სტიკერები გააკრეს, ეს ქცევა ნორმალურია და ჩვენი აქცია არა? ესენი არიან მიშას მონები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ტელეარხ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

ენმ-ის ოფისთან მისვლამდე მომიტინგეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და შეჩერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების შტაბებთან, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ოფისთან.

თითოეულ ცოცხზე გაკრული იყო ოპოზიციის ლიდერის ფოტო, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოც იყო.

ამავე დროს, აჭარაში „ენმ“-ის წევრ მირდატ ქამადაძის თქმით, მას არ ესმის, რას აპროტესტებენ პარტიის ოფისთან მისული ადამიანები.

ქორწილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„დაუშვით ქორწილები და დღესასწაულები" – ბათუმში დარბაზების მფლობელები აქციას მართავენ

„მთელი ქალაქი გამოიარეს, მოვიდნენ აქ და რა პრეტენზია აქვთ, არ იციან. ჰქონდათ დავალება, რომ აქ ხმაური აეტეხათ. არავითარი აგრესია ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ენმ-ის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.

შაბათს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი შეიკრიბნენ „სირცხვილიას“ ოფისში, სადაც „დაუმორჩილებლობის წვეულება“ მოაწყვეს.

აქტივისტების თქმით, ისინი პოლიციამ დაშალა, რამდენიმე ადამიანი კი დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0