რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე საქართველოში – ბოლო მონაცემები

© REUTERS / THILO SCHMUELGENვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ბოლო სამი დღის განმავლობაში ყოველდღიური აცრების რაოდენობა იზრდება, ბოლო 24 საათში ათასზე მეტი ადამიანი აიცრა, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 8.536 ადამიანი აიცრა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში - რიცხვები, შეზღუდვები, ვაქცინაცია>>

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ მედიკოსებმა და 65 წელს ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფმა ჩაიტარეს. აქედან 6.780 ადამიანი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, ხოლო Pfizer-ის ვაქცინით – 1.756. გამყრელიძის თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ყოველდღიური აცრების რაოდენობა იზრდება, მაგალითად, დღეს ნაშუადღევისთვის დაახლოებით 2 ათასი ადამიანი აიცრა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ვაქცინაციის პროცესში პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები ერთვებიან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ქვეყნის 24 ჰოსპიტალში მიმდინარეობს, აქედან ექვსში Pfizer-ით, ხოლო დანარჩენში AstraZeneca-ს ვაქცინით.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ.

ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

ვაქცინაციის პროცესში პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები ერთვებიან>>

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca–ს პრეპარატით, 30 მარტიდან კი Pfizer–ით დაიწყო. ამ ეტაპზე  მოქალაქეებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ. აღნიშნულ პრეპარატებს მალე ჩინური წარმოების 100 ათასი დოზა ვაქცინა დაემატება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე ან დარეკვა ტელეფონის ნომერზე 15–22.

ყველა ახალი ამბავი
0