რაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებს

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინიტრაცია.

შეხვედრაში ბიზნეს–ასოციაციის წევრები, საფინანსო სექტორისა და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კორონავირუსის პირველი ტალღის შედეგები: სტატისტიკა>>

უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. საუბარი ასევე შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და ხაზი გაესვა ქვეყანაში კორონავირუსის  საწინაარმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობას.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიზნესისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით ბიზნესის როლი განსაკუთრებულია. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მუშავდება.

ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
დაზუსტდა 2020 წელს საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრები გაგრძელდეს ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის, განვითარების 10-წლიან გეგმაში მათი ხედვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, დღეს ეკონომიკა კრიზისშია და აუცილებლად მისაღებია სწრაფი გადაწყვეტილებები.

„პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით  თითოეულ საკითხს მიხედავს, გვექნება ერთობლივი შეხვედრები. ეს იყო პირველი შეხვედრა“, - თქვა ფხაკაძემ.

ნათია თურნავა: საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა>>

მისივე თქმით, იმდენი შეხვედრა უნდა შედგეს ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე, რადგან ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი, ხოლო ძლიერი ეკონომიკა არის საწინდარი ქვეყნის წარმატების.

„დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცაღა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებოდით დღეს და ვისაუბრეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს“, - თქვა ფხაკაძემ.

შიდა ქართლის რეგიონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
საქართველოს მთავრობა რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნებს

მისი თქმით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო ლარის გაცვლითი კურსიც, რომელიც დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაართულა ბიზნეს–საქმიანობა. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარადგინა, ხოლო 1 მარტიდან შეზრუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ხელს შეუწყობს ბევრ სფეროში გაჩერებული ბიზნესის ამოქმედებას.

გახსნეს, თუმცა მილიონიანი ზარალით: ფიტნეს–ცენტრები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ>>

ქვეყანაში კვლავ რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ასევე მოქმედებს პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური