დაზუსტდა 2020 წელს საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი

© Government of Georgiaქარხანა
ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
მშპ-ის სტრუქტურაში დიდი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და გადამამუშავებელ მრეწველობას.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) შემცირებამ 6,2% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის ვარდნა გასულ წელს 6,1%-ს შეადგენდა.

დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2020 წელს მშპ-ის მოცულობამ 15,9 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 6,9% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გასულ წელს 4.275,5 დოლარს შეადგენდა (2019 წელს – 4.696,2 დოლარს).

საქართველოში მშპ-ის ზრდამ 2020 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეადგინა 2,3%, მეორე კვარტალში შემცირებამ – 13,2%, მესამე კვარტალში – -5,6%, ხოლო მეოთხეში – -6,8%.

სფეროები – ლიდერები ზრდის მიხედვით

ყველაზე მეტი შემცირება 2020 წელს აჩვენა სასტუმრო ბიზნესის, ადმინისტრაციული საქმიანობის, ასევე ტრანსპორტის სფეროებმა.

ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2020 წელს ყველაზე დიდი ვარდნით

ეკონომიკის სფერო ვარდნა %
სასტუმრო ბიზნესი 37,9
ადმინისტრაციული საქმიანობა 37,9
ტრანსპორტი 22,3
დასვენება და გართობა 18,9
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა 18,4


ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვის (7,9%), სოფლის მეურნეობის (3,6%) და განათლების (3,1%) სფეროებში.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, გადამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას.

ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2020 წელს მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით

ეკონომიკის სფერო ხვედრითი წონა მშპ-ში %
ვაჭრობა 14,5
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 11,7
გადამამუშავებელი მრეწველობა 10,8
მშენებლობა 8,9
სოფლის მეურნეობა 8,4
ყველა ახალი ამბავი
0