ცნობილი გახდა, რა ნომრად წარდგება „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელი

© photo: Georgian Idol / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის მეორე ნახევარფინალში საავტორო სიმღერით You („შენ“) წარდგება.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ქართველი მომღერალი თორნიკე ყიფიანი 20 მაისს 2021 წლის „ევროვიზიაზე“ მე-10 ნომრად წარდგება, მონაწილეთა გამოსვლის განრიგი „ევროვიზიის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თორნიკე ყიფიანი სკანდალური განცხადების გამო შესაძლოა „ევროვიზიას“ გამოეთიშოს >>

თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„ევროვიზია-2021“: საქართველოს სიმღერა YouTube-ის ტრენდებში მოხვდა

საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის მეორე ნახევარფინალში სიმღერით You წარდგება. ინგლისურენოვანი კომპოზიცია თავად ყიფიანის შექმნილია. რაც შეეხება არანჟირებას, ის Bravo Records-ის სტუდიაში გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა დადგა, ვიდეოში მისი დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

ამასობაში თორნიკე ყიფიანი სკანდალური განცხადების გამო შესაძლოა კონკურსს მიღმა აღმოჩნდეს - მომღერალმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საკონკურსო სიმღერის კლიპს განცხადება დაურთო, სადაც კონ­კურსს „კურკლშოუდ“ მოიხსენიებს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც მის სიმღერაზე ცუდს იტყვის, აგინებს. პეტიციას თორნიკეს დისკვალიფიკაციაზე „ევრივიზიიდან“, რომელიც „პირველ არხს“ გაეგზავნება, ამ დროისთვის ხელს 711 ადამიანი აწერს.

თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
საქართველომ 2021 წლის „ევროვიზიისთვის“ სიმღერა წარადგინა

„ევროვიზია-2021“-ის ნახევარფინალები კი 18 და 20 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 22 მაისს როტერდამში.

წელს „ევროვიზია“ ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. რაც შეეხება კონკურსის მონაწილეებს, შესაძლო ვარიანტებს შორის როტერდამში განიხილავენ როგორც ონლაინკონკურსს, ისე მათ გამოსვლას ნიდერლანდებში მაყურებლის გარეშე სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით.  

თორნიკე ყიფიანს საქართველო კონკურსზე უნდა წარედგინა 2020 წელს სიმღერით Take Me as I am, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0