„ევროვიზია-2021“: საქართველოს სიმღერა YouTube-ის ტრენდებში მოხვდა

© photo: Tornike Kipiani / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
სიმღერის კლიპი გუშინ გამოქვეყნდა. არაერთგვაროვანი რეაქციის მიუხედავად, კლიპმა უკვე 119 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. კლიპი სიმღერაზე You („შენ“), რომლითაც თორნიკე ყიფიანი საქართველოს სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია-2021“-ზე წარდგება, YouTube-ზე ყველაზე ტრენდული ვიდეოების ათეულში მოხვდა.

Eurovision Georgia-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყიფიანის კლიპი ყველაზე პოპულარული ვიდეოების ათეულში მოხვდა.

სიმღერის კლიპი გუშინ გამოქვეყნდა. არაერთგვაროვანი რეაქციის მიუხედავად, კლიპმა უკვე 119 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

ინგლისურენოვანი კომპოზიცია თავად ყიფიანის შექმნილია. რაც შეეხება არანჟირებას, ის Bravo Records-ის სტუდიაში გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
საქართველომ 2021 წლის „ევროვიზიისთვის“ სიმღერა წარადგინა

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა დადგა, ვიდეოში მისი დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

„ევროვიზია-2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 22 მაისს როტერდამში. საქართველო ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წელს „ევროვიზია“ ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. რაც შეეხება კონკურსის მონაწილეებს, შესაძლო ვარიანტებს შორის როტერდამში განიხილავენ როგორც ონლაინკონკურსს, ისე მათ გამოსვლას ნიდერლანდებში მაყურებლის გარეშე სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით.  

თორნიკე ყიფიანს საქართველო კონკურსზე უნდა წარედგინა 2020 წელს სიმღერით Take Me as I am, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0