თბილისი, 26 მარტი – Sputnik. „როსპოტრებნადზორმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა კორონავირუსის ვაქცინა „ეპივაკკორონას“ მუშაობის პრინციპი, რომლის თანახმად, პრეპარატი სამმაგ იმუნურ დაცვას აყალიბებს.
დაცვის პირველ ხაზს წარმოქმნის ანტისხეულები, რომლებიც SARS-CoV-2-ის S–ცილის ადამიანის უჯრედის რეცეპტორთან ქმედებას უშლის ხელს.
დაცვის მეორე მხარეს აყალიბებს ანტისხეულები, რომლებიც შერწყმის პეპტიდზეა მიმართული. ისინი უკავშირდება ცილა S-ს და აბრკოლებს ვირუსული გარსის შერწყმას უჯრედულ მემბრანასთან. ამით ვირუსის უჯრედში შეღწევას ბლოკავს. თუ ვირუსი მაინც აღწევს უჯრედში, ამუშავდება დაცვის მესამე ხაზი – აქტიურდება იმუნური სისტემის ისეთი ელემენტები, როგორიცაა მაკროფაგები, ნეიტროფილები და ნატურალური კილერები.
ანტისხეულების გარდა, „ეპივაკკორონა“ ინდუცირებს Т–უჯრედულ იმუნურ პასუხზეც, ნათქვამია რელიზში.
„ეპივაკკორონა“ რუსეთში დარეგისტრირებული მეორე („სპუტნიკ V“-ს შემდეგ) ვაქცინაა კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის. ვაქცინას ახასიათებს უსაფრთხოების მაღალი დონე, რაც მისი მიღების ტექნოლოგიითაა განპირობებული. პრეპარატი ვირუსის ხელოვნურად სინთეზირებული ცილებისგან შედგება და ამიტომაცაა ყველაზე ნაკლებად ალერგიული.
რუსეთში შექმნილია COVID-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ორი ვაქცინა – „სპუტნიკ V“, რომელიც გამალეის ცენტრში შემუშავდა, და „კოვივაკი“, რომელიც შემუშავებულია ჩუმაკოვის სახელობის იმუნობიოლოგიური პრეპარატების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ.