რუსეთში COVID-ვაქცინა „კოვივაკის“ წარმოება დაიწყო

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკოვივაკის“ წარმოება
კოვივაკის“ წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინის წარმოება დაიწყო, წლის ბოლომდე ათ მილიონამდე დოზა დამზადდება

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩუმაკოვის ცენტრში ოფიციალურად დაიწყო ვაქცინა „კოვივაკის“ წარმოება, იუწყება РИА Новости რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

პროტესტები პარიზში - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყოველი მეოთხე ფრანგი „სპუტნიკ  V“-თი აცრას ისურვებდა - გამოკითხვის შედეგები

ამპულების პირველი პარტიის შეფუთვა უწყების ხელმძღვანელმა ვალერი ფალკოვმა ჩაუშვა, რომელმაც საუწყებო ჯილდოებიც გადასცა ჩუმაკოვის ცენტრის თანამშრომლებს და დიდი მადლობაც გადაუხადა მათ „შესანიშნავი რეზულტატებისთვის“.

„ამგვარად, სამოქალაქო ბრუნვაში მესამე რუსული ვაქცინა გამოდის, რომელიც უახლოეს ხანებში გამოჩნდება რეგიონებში“, — ნათქვამია რელიზში.

პრეპარატის ფასი, რომელიც სუსპენზიის სახით გამოვა კუნთებში ინექციისთვის,  

ათ ამპულაზე 4 330 რუბლია (დაახლოებით 188 ქართული ლარი).

ჩუმაკოვის ცენტრში კარგ შეფასებას აძლევენ „კოვივაკით“ ვაქცინირებულ მოხალისეებში გამომუშავებული ანტისხეულების  დონეს და შემოდომაზე აპირებენ დოკუმენტების შეტანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პრეკვალიფიკაციისთვის.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
„ეპივაკკორონა“, „სპუტნიკ V“ თუ „კოვივაკი“ - რით განსხვავდება ვაქცინები

„კოვივაკი“ ეგრეთ წოდებული მთელვირიონული ვაქცინაა. ის ვირუს SARS-CoV-2–ს ეფუძნება, რომელიც სპეციალურადაა იმგვარად დამუშავებული, რომ წართმეული აქვს ინფექციური თვისებები. თუმცა იმავდროულად ინარჩუნებს იმუნური რეაქციის გამოწვევის უნარებს.

ასეთი პრეპარატები ვირუსული ნაწილაკის ცილის მთელ ნაკრებს შეიცავს და შესაბამისად იმუნური პასუხიც, როგორც მოსალოდნელია, უფრო სრული იქნება.

მანადე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეპარატ „კოვივაკს“ საფუძვლად დაედო შტამი, რომელიც მოსკოვის „კომუნარკის“ საავადმყოფოში ერთ–ერთ პაციენტს აუღეს.

„კოვივაკმა“ რეგისტრაცია თებერვალში გაიარა. წლის ბოლომდე ათ მილიონამდე დოზის დამზადება იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0