„თავზე ბომბი გვადგას“: ვაშლიჯვრის მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა ვაშლიჯვარში
მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ვაშლიჯვრის მოსახლეობა, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე შექმნილი მეწყრული საფრთხეების გამო, საცხოვრებლებიდან დროებით გაყვანას ითხოვს, იუწყება „რუსთავი 2“.

„ვითხოვთ ალტერნატიულ საცხოვრებელს სადმე, თუნდაც დროებით, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება — გვემუქრება საშიშროება თუ არა. საშიშ ზონაში ვცხოვრობთ, თავზე მართლა ბომბი გვადგას, რომელზეც ვერავინ გარანტიას ვერ მოგვცემს, როდის აფეთქდება, როდის წაგვლეკავს და ჩაგვრეცხავს“, — განაცხადა ერთ-ერთმა მოსახლემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ითხოვდა შეხვედრას, თუმცა მის მაგივრად მათთან მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მივიდა, რომელთან შეხვედრაზეც მოსახლეობამ უარი თქვა.

მეწყრული პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
ბენდელიანი: ვაშლიჯვრის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის

თავის მხრივ ბანდელიანმა აღნიშნა, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ მათი გაყვანა აუცილებელი გახდება, საამისოდ ევაკუაციის გეგმა უკვე არსებობს.

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა — ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  მერიამ 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდა.

კიდევ ერთი მეწყრული ზონა თბილისში – ბაგები-წყნეთის გზაზე მოძრაობა აიკრძალა>>

ამ დროისათვის მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

23 მარტს  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული მასა დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0