რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია - მინისტრის განმარტება

© photo: press-service of Ministry of Health of Georgiaრომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია - მინისტრის განმარტება
რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია - მინისტრის განმარტება - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის  ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ღამით დაეშვა.

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ექვს კლინიკაში განაწილდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია

დღეს საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის 29,500 დოზა მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზე განაწილდება. Pfizer-ის ვაქცინის შესანახად სპეციალური პირობებია საჭირო – ვაქცინა აუცილებლად –80 გრადუსზე უნდა შეინახოს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუნქციას კარგავს.

ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც Pfizer-ით პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.

„თბილისის კლინიკებია: ბოკერიას სახელობის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო  ქუთაისში ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, Pfizer-ის  დოზები გაიყოფა და არ დაელოდებიან მეორე ნაკადს, როგორც ეს AstraZeneca-ს  შემთხვევაშია.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
რა მოხდება, თუ ქვეყანამ ვაქცინა ეფექტურად ვერ აითვისა: გაბუნიას განმარტება

„იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის და პირველი ვაქცინის შემდეგ, 3-4 კვირაში მეორე ვაქცინა კეთდება, ამ დოზებს გავყოფთ და არ დაველოდებით მეორე ნაკადს. ამით ჩვენს მოქალაქეებს რისკი არ შეექმნებათ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

გერმანული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული ფარმაკოლოგიური კონცერნი Pfizer-ის ერთობლივი ვაქცინა პირველია, რომლის გამოყენების ნებართვა ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში გასცეს და ჯანმომ ოფიციალურად მოიწონა. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია, ხოლო იმუნიტეტის ხანგრძლივობა აცრის შემდეგ – ექვსი თვე.

ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. 15 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. დღემდე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობდა.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ცერცვაძე: ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას – მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

გუშინ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან მასობრივ ვაქცინაციას ვერ ახორციელებს და არ გამორიცხა, რომ პასიურობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესი საყოველთაო გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0