Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია

© photo: press-service of the Ministry of Health of GeorgiaPfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია
Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ღამით დაეშვა.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა მიიღო, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ცერცვაძე: ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას – მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება

ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. 15 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. დღემდე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობდა.

საქართველომ Pfizer-ის 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

„საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც Pfizer-ით პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა და ერთი – ბათუმის.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
კორონავირუსზე, სავარაუდოდ, 100 ცნობილ ადამიანს „ურიგოდ" აცრიან

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებიან მედიცინის ის მუშაკები, რომლებსაც ბოლო 120 დღის განმავლობაში არ გადაუტანიათ კორონავირუსი.

მედპერსონალმა და ყველა სხვა პირმა, ვინც ვაქცინაციაში მონაწილეობს, ტრენინგები უკვე გაიარა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან. ამავე მიზნით პირდაპირ ეთერში ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გაჩნდება თუ არა „წითელი ზონები“ საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაიტარონ აცრა.

გერმანული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული ფარმაკოლოგიური კონცერნი Pfizer-ის ერთობლივი ვაქცინა პირველია, რომლის გამოყენების ნებართვა ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში გასცეს და ასევე ჯანმომ ოფიციალურად მოიწონა. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია, ხოლო იმუნიტეტის ხანგრძლივობა აცრის შემდეგ – ექვსი თვე.

ყველა ახალი ამბავი
0