ვაშლიჯვარში, მეწყერსაშიში ზონის სიახლოვეს მცხოვრები დევნილები გზის გადაკეტვით იმუქრებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
მაჭავარიანის ქუჩასთან ახლოს მდებარე ბროწეულის ქუჩის  მოსახლოება საფრთხის პრევენციის მიზნით ხელისუფლებისგან ევაკუაციის გეგმის შემუშავებას მოითხოვს.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონასთან - ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.

მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ქართველმა სპეციალისტებმა ვაშლიჯვარში მეწყრული მასის გადაადგილების სიჩქარე გამოთვალეს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ეკატერინე ჯგერენაიამ განაცხადა,  ბროწეულის ქუჩაზე დევნილებით დასახლებულ კორპუსში მცხოვრებ 25 ოჯახს ამ ადგილზე ცხოვრების ეშინია.

„ვითხოვთ შემუშავდეს ევაკუაციის გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გზას გადავკეტავთ“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

აქციაზე  მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეც მივიდა.

„ჩვენი მიზანია, დროზე მოვისმინოთ პასუხები, თუ რა ელოდება ამ მთას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხები, რა ხდება, რა გეგმა აქვთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აქციის მიმდინარეობისას ადგილობრივ მცხოვრებსა და  ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აგრესიულად განწყობილი მამაკაცი ასევე დაუპირისპირდა ანა დოლიძესაც. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციაც.

ანა დოლიძემ მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან მომდინარე პროვოკაციად შეაფასა.

19 მარტს დოლიძემ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს ოფიციალური განცხადებით მიმართა, სადაც მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის მოწვევა, რომელმაც არსებული სიტუაცია უნდა შეისწავლოს.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
თბილისს მეწყერი ემუქრება: ანა დოლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა

დღესვე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი თბილისში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული მასა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება.

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები სპეციალური აღჭურვილობით მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. პარალელურად, ვითარებას ადგილზე სწავლობენ უცხოელი სპეციალისტები.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება. ბროწეულის ქუჩა სწორედ „აგროჰაბის“ უკან იწყება და თითქმის „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობამდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0