ქართველმა სპეციალისტებმა ვაშლიჯვარში მეწყრული მასის გადაადგილების სიჩქარე გამოთვალეს

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა ვაშლიჯვარში
მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი თბილისში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული მასა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ.

მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გერმანელი გეოლოგი: არის მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზა, უნდა მივიღოთ პირველადი ზომები

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. სპეციალისტების განცხადებით, ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.

ორგანიზაციამ არსებული სიტუაცია დამოუკიდებლად შეისწავლა. ცენტრმა 18 და 22 მარტის აეროგადაღებების შედეგები ერთმანეთს შეადარა.

„ახლა მეწყრის ტანის მოძრაობის სიჩქარე არის 5 სანტიმეტრი დღეში. ეს არ არის ცოტა და აუცილებელია, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. ეს დავადგინეთ აეროფოტოგადაღებით. თუმცა, ეს არ არის ზუსტი მონაცემი და მას შემოწმება სჭირდება“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მისი თქმით, გეოფიზიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაპრალების სიღრმე შეადგენს 18 მეტრს, და არა ათს, როგორც ეს პირველადი კვლევის შედეგად განისაზღვრა.

„ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული რესურსები. ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს საკმარისი აპარატურა მეწყრის მონიტორინგისთვის. ის აპარატურა კი, რაც გვაქვს, არ გვაძლევს საშუალებას, სურათი მთლიანად დავინახოთ. დღევანდელი ჩვენი დასკვნა არის ხუთშაბათს ჩვენ მიერ პირველად ჩატარებული კვლევისა და გუშინდელი დღის კვლევის შედარებითი ანალიზი“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მისი თქმით, აეროფოტოგადაღება აჩვენებს, რომ მეწყერი მოძრაობს, ის დინამიკაშია მოსული. ეს დგინდება ორი პარამეტრით, მეწყერის სიჩქარისა და აჩქარების დადგენით. ინსტიტუტის სპეციალისტები შეეცდებიან უფრო ზუსტი მონაცემები წარმოადგინონ.

მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები სპეციალური აღჭურვილობით მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

პარალელურად, ორშაბათიდან ადგილზე ვითარებას სწავლობენ თბილისის მერიის მიერ მოწვეული გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები. ისინი პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა. მათი თქმით, მერიის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები დროულია.

ყველა ახალი ამბავი
0