შეიძლებოდა თუ არა მედდისთვის ვაქცინის გაკეთება – ადვოკატი საქმის მასალებს სწავლობს

© AP Photo / Gregorio Borgiaვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის“ მუხლით დაიწყო.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. შეიძლებოდა თუ არა მედდისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება – ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც გარდაცვლილის ახლობლები სვამენ. ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების შესწავლას შეუდგა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
პრემიერი მედდის გარდაცვალების შესახებ: „ეს არის ტრაგედია მთელი საქართველოსთვის"

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. გარდაცვლილის დის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა ისეთი ანალიზები, რომ მისთვის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატს ვახტანგ ბარამაშვილს საქმის მასალები უკვე გადაეცა. საუბარია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაზე, სადაც მედდა გარდაიცვალა. საქმის მასალებს ადვოკატი და ოჯახი ელოდება ახალციხიდანაც, სადაც მედდას ვაქცინა გაუკეთდა და საიდანაც პაციენტი მძიმე მდგომარეობაში თბილისში გადაიყვანეს. 

რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი

ბარამაშვილის თქმით, ოჯახი ვარაუდობს, რომ მედიკოსებს დროული რეაგირება არ მოუხდენიათ. ოჯახი ასევე მოითხოვს გარკვევას, თუ რა პრეპარატები მიიღო 27 წლის ქალმა ვაქცინის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე. ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფიც ჩაერთო.

„ჩვენ გამოძიების მასალები გადმოგვეცა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან მიღებული სამედიცინო ისტორიაა. ექსპერტები მას შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ უფრო მეტის თქმას. ოჯახს გარკვეული კითხვები აქვს. პირველ რიგში მათ სურთ იცოდნენ, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა მისთვის აცრის ჩატარება, რამდენად სწორად მოხდა გვერდითი ეფექტის მართვა და რამდენად დროულად მოხდა მასზე რეაგირება“, – განაცხადა ბარამაშვილმა.

შემთხვევა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მოხდა, სადაც სამი დღის მანძილზე მედპერსონალის 16 წარმომადგენლის ვაქცინაცია განხორციელდა. ახალგაზრდა ქალს აცრა 18 მარტს გაუკეთდა. ვაქცინაციიდან 30 წუთში მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც იმ მეორე დღეს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0