„ოცნების ქალაქის“ ბინადრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ბინების მფლობელთა განსაზღვრის მიზნით კრიტერიუმების დადგენას მოითხოვენ.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა ხელვაჩაური-ბათუმის ცენტრალური გზა გადაკეტეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„ოცნების ქალაქი“ - ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან 900-მდე ოჯახი გადმოსახლდა, ე.წ. ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე, აფხაზეთიდან დევნილები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ, ცხოვრობდნენ საშინელ პირობებში ელექტროენერგიისა და კანალიზაციის გარეშე.

ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
სოციალურმა პრობლემებმა ბათუმელები საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა

2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაპირდა. თუმცა ახლა ხალხს სურს გარანტიები, რომ მათ საცხოვრებელი ფართის ან ფულადი კომპენსაციის გარეშე არ დატოვებენ.

აქციის მონაწილეები მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ბინების მფლობელთა განსაზღვრის მიზნით კრიტერიუმების დადგენას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

„ბატონმა რიჟვაძემ წარმოგვიდგინოს დოკუმენტაცია და თითოეულთან დადოს ხელშეკრულება, რომ ფართებით დავკმაყოფილდებით. ვთქვით, რომ პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებდით და ასეც მოხდება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეკრებილების თქმით, ისინი აქ წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლები შენდება, მათ არ იციან, კონკრეტულად ვის გადაეცემა ბინები.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ბათუმში სოციალურად დაუცველი ათობით ოჯახი ე.წ. იაფ სახლში შეიჭრა

პოლიციამ ნაწილობრივ გახსნა ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ მომიტინგეებს სავალი ნაწილის ერთი ზოლი მაინც გადაკეტილი აქვთ.

პოლიცია არ აძლევს აქციის მონაწილეებს საშუალებას, კვლავ მთლიანად გადაკეტონ სავალი ნაწილი.

რამდენიმე წუთის წინ მომიტინგეებმა დღევანდელი აქციის დასრულების შესახებ გამოაცხადეს. ორგანიზატორების თქმით, ამავე მოთხოვნებით მიტინგი განახლდება ხვალ, 22 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე.

მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0