ბათუმში სოციალურად დაუცველი ათობით ოჯახი ე.წ. იაფ სახლში შეიჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
შენობაში შეჭრილი ადამიანები აცხადებენ, რომ მის დატოვებას არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება მათ სოციალურ პრობლემებს არ მოაგვარებს

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ბათუმში სოციალურად დაუცველი დაახლოებით 40 ოჯახი თვითნებურად შეიჭრა „იაფ სახლში“, რომელიც ქალაქის მერიამ ააშენა, იუწყება „რუსთავი2“.

თბილისის მერია იწყებს განაცხადების მიღებას სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად>>

მრავალსართულიანი შენობა, რომელსაც ბათუმელები „იაფ სახლს“ ეძახიან, ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებზეა გათვლილი. ქალაქის ხელისუფლებამ ასეთი ოთხი შენობა ააშენა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შეღავათიან ფასში შეძენილი საკუთარი ჭერი და თანხა 15 წლის განმავლობაში გადაიხადონ.

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2020
რას აპროტესტებენ ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქის მცხოვრებლები

ოჯახები შენობაში ოთხშაბათ დილით შეიჭრნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან საცხოვრებელ ფართებს მოითხოვენ. მათი თქმით, უკვე რამდენიმე წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ადგილობრივი ხელისუფლება მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს.

ისინი აცხადებენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათ პრობლემებს არ გადაჭრის. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.

მსგავსი რამ ბათუმში ერთი თვის წინაც მოხდა. მაშინ შენობაში შეჭრილებმა მას შემდეგ დატოვეს ტერიტორია, რაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მათ პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა.

COVID-19-თან ბრძოლა და მოსახლეობის დახმარება: რაზე დახარჯავს მერია თანხებს>>

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს მოითხოვენ. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, საუბარი უძრავი ქონების ამ ფორმატში გადაცემაზე შეუძლებელია. მოქალაქეებმა უნდა დაწერონ განცხადება, რის შემდეგაც მერია შეისწავლის მათ მდგომარეობას და დადებითი პასუხის შემთხვევაში მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ყველა ახალი ამბავი
0