სოციალურმა პრობლემებმა ბათუმელები საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
რამდენიმე მომიტინგემ მოახერხა მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის სახლში შესვლა. თუმცა მათ თორნიკე რიჟვაძე ადგილზე არ დახვდა, ამიტომ მათ კაბინეტი დატოვეს

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე ასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეები მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის, „ოცნების ქალაქის“ მობინადრეები არიან. ისინი ითხოვენ გარანტიებს, რომ იქ შეკრებილთაგან არცერთი არ დარჩება ბინის ან მატერიალური კომპენსაციის გარეშე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2020
გახარია: წელიწად-ნახევარში „ოცნების ქალაქში“ 582 ბინა აშენდება

მომიტინგეები პირობას დებენ, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

„ამინდმა მასშტაბური აქციის მოწყობაში ხელი შეგვიშალა. ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა. ჩვენი მოთხოვნაა, 1740 ოჯახთან გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილი იქნება, რა ეტაპზე უზრუნველყოფენ მათ ან ბინებით, ან ფულადი კომპენსაციებით, ან დაუკანონებენ საცხოვრებელ ფართს „ოცნების ქალაქში“. მე ვსაუბრობ „ოცნების ქალაქის“ სამივე დასახლების სახელით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

რამდენიმე მომიტინგემ მოახერხა აჭარის მთავრობის სახლში შესვლა მოლაპარაკებების გასამართად. თუმცა თორნიკე რიჟვაძე ადგილზე არ დახვდა და მათ კაბინეტი დატოვეს.

მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
აქცია ხულოში - რას ითხოვს მოსახლეობა აჭარის მთავრობისგან

„ოცნების ქალაქი“ - არის დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან 900-მდე ოჯახი გადმოსახლდა, ე.წ. ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე, აფხაზეთიდან დევნილები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ, ცხოვრობდნენ საშინელ პირობებში ელექტროენერგიისა და კანალიზაციის გარეშე.

2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაპირდა. თუმცა ახლა ხალხს სურს გარანტიები, რომ მათ საცხოვრებელი ფართის ან ფულადი კომპენსაციის გარეშე არ დატოვებენ.

მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0