გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებული მხარე საქმის მასალების გაცნობას ხვალ შეძლებს. გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები საქმის დეტალურად გამოძიებას ითხოვენ

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, ახალციხელი მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთ ექთანს აცრიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ანაფილაქსური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტი 19 მარტს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვას და საქმის მასალების გაცნობას დაზარალებული მხარე ხვალიდან შეძლებს.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურაში უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიებამ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა, რათა მოხდეს სამედიცინო ისტორიისა და დოკუმენტაციის ამოღება ახალციხიდან. ბარამაშვილის თქმით, ოჯახის ინტერესია, რომ დადგინდეს ყველა ფაქტი და გამოძიების შედეგად გაირკვეს სიმართლე.

„ასევე, იმუნოლოგიის ცენტრში ინახება სისხლის ნიმუში, რომელზეც ჩვენც უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა. გამოძიებას შევატყობინეთ, რომ ეს ნიმუში ინახებოდა. გამოძიებამ განჩინება გაამზადა ამ ნიმუშის ამოსაღებად. სისხლის ნიმუში გადაგზავნილია სიცოცხლის პერიოდში“, – აცხადებს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
რამდენი მედიკოსი აიცრა AstraZeneka-ს პრეპარატით საქართველიში: ბოლო ინფორმაცია

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ ის უმოკლეს ვადაში ჩატარდება, რადგან ამას დაზარალებული ოჯახის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს.

„რაც შეეხება გამოძიების კვალიფიკაციას, ჯერ ამის შეფასება ნაადრევია. ჯერ უნდა გაირკვეს ფაქტები, როგორ ჩატარდა იმუნიზაციის პროცედურები, იყო თუ არა პროტოკოლი დაცული. თუ აღმოჩნდება, რომ არ იყო დაცული, აღმოჩნდება რომ გამოძიების კვალიფიკაციაც სწორია. თუ სხვა გარემოებები გამოჩნდება საქმეში, გამოძიებაც შეცვლის კვალიფიკაციას და ჩვენც მივუთითებთ ამის შესახებ”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია კორონავირუსის ანტისხეულებზე ჰქონდა თუ არა ჩატარებული მეგი ბაქრაძეს კვლევა.

როგორც ექიმები აცხადებენ, რომლებიც მეგი ბაქრაძეს აცრის წინ ესაუბრებოდნენ, ქალის ანამნეზში არ ყოფილა ალერგიული რეაქცია და ის სისტემატურად იცრებოდა ღორის გრიპზე.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0