საქართველოს მოსახლეობა უფრო „ბედნიერი“ გახდა – ქვეყანა რეიტინგში 73-ე ადგილზეა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
არც ყველაზე ბედნიერი და არც ყველაზე უბედური – საქართველო ბედნიერების რეიტინგში სადღაც შუაშია, დომინიკასა და ფილიპინებს შორის, პირველ ადგილზე კი კვლავ ფინეთია.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველომ საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიცია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში და 117-ე ადგილიდან 73-ზე გადაინაცვლა.

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი (World Happiness Report) სპეციალურად გაეროსთვის მომზადდა. 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2019
„ბედნიერების რეიტინგში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

მოხსენებაში შეფასებულია მსოფლიოს 149 ქვეყანა და რეიტინგში გათვალისწინებულია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რთულ სიტუაციებში სოციალური მხარდაჭერა, მთავრობისადმი ნდობა, სამოქალაქო თავისუფლება (ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების შეფასება, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება), მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე, რომელიც ქველმოქმედებაზე შემოწირულობების ოდენობების თვალსაზრისით ფასდება.

საქართველომ რეიტინგში 73-ე ადგილი დაიკავა დომინიკის რესპუბლიკასა და ფილიპინებს შორის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2005–2008 და 2016–2018 წლებთან შედარებით ქვეყნის ბედნიერების დონე ახლა უფრო მაღალია.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები>>

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მაღალი პოზიციები უკავიათ ესტონეთს (28-ე ადგილი), ლიეტუვას (29), ყირგიზეთს (33), ლატვიას (34), ყაზახეთს (36), მოლდოვას (49), რუსეთს (60), ტაჯიკეთს (62), უკრაინას (69).

უკვე მეოთხედ რეიტინგს სათავეში ფინეთი უდგას. მეორე და მესამე ადგილზე არიან ისლანდია და დანია. გარდა ამისა, პირელ ათეულში მოხვდნენ შვეიცარია, ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ახალი ზელანდია და ავსტრია.

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
S&P-ს რეიტინგით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ პროგნოზი გაუარესდა

აშშ-ს მე-14 პოზიცია უკავია, ხოლო დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, შესაბამისად, მე-18 და მე-20 ადგილებზე განთავსდნენ.

რეიტინგში ბოლო ადგილზეა ზიმბაბვე. ყველაზე უბედურ ქვეყნებად დასახელდნენ ასევე ტანზანია, იორდანია, ინდოეთი, კამბოჯა და ბენინი.

ანგარიშში სუბიექტური კეთილდღეობის გაზომვა სამ ძირითად მაჩვენებელს ეყრდნობა: ცხოვრების, დადებითი და უარყოფითი ემოციების შეფასებას. ბედნიერების რეიტინგი ეფუძნება ცხოვრების შეფასებას, როგორც ადამიანების ცხოვრების ხარისხის ყველაზე სტაბილურ მაჩვენებელს.

მონაცემების ძირითადი წყარო ანგარიშში კვლავ რჩება სოციოლოგიური სამსახურის Gallup მსოფლიო გამოკითხვა, რომელიც რესპონდენტებს სთხოვს, შეაფასონ თავიანთი მიმდინარე ცხოვრება ზოგადად.

კითხვებს შორისაა, მაგალითად, რამდენჯერ გაიღიმეს წინა დღეს, ან გაიცინეს, განიცადეს თუ არა კმაყოფილების გრძნობა. კითხვები ასევე ეხება უარყოფით ემოციებს.

ყველა ახალი ამბავი
0